01:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-24 10:41:19, 423 ნახვა

კომენტარი
სოლომონ პავლიაშვილი: აუცილებელია, შევქმნათ მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი ახალი გამოწვევაა და იგი ხელს შეუწყობს საქართველოში ცირკულარული მოდელის იმპლემენტაციას.

„აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა, შევქმნათ უნარჩენო ტექნოლოგია ქვეყანაში და წავახალისოთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. ერთიანი ძალისხმევით, ეს პროექტი წარმატებული იქნება”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ დაფინანსებულია შვედეთის   მთავრობის  მიერ  და მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრასა და დადგენას, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის  პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რათა დაჩქარდეს ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი.

საკოორდინაციო საბჭო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა და იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს აღნიშნული მიზნების შესრულებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics