2021-03-13 11:13:46, 460 ნახვა
კომენტარი
ამირან გამყრელიძის განცხადებით, იწყება პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი
„პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა ვაქცინის პირველი დოზების მიღების შესახებ და აღნიშნა რომ პანდემიასთან ბრძოლის სრულიად ახალი ეტაპი დაიწყო.
„იწყება სრულიად ახალი ეტაპი პანდემიასთან ბრძოლის. მოგეხსენებათ, პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე და ამიტომ ამ პროცესის სწორად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ მაქსიმალურად დავუდგეთ ექიმებს გვერდში რომ რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა აიცრას“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან