16:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-28 14:42:56, 752 ნახვა

კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი „ნამახვანჰესზე“ - ხელები შორს ქართული ბუნებისგან, ჩემი სრული სოლიდარობა აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქუთაისსში გამართულ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ყველა აქციის მონაწილეს და ორგანიზატორს სოლიდარობას უცხადებს.

სააკაშვილის განცხადებით, ქართული ბუნებისგან ხელები ყველამ შორს უნდა გაწიოს.

„ჩემი სრული სოლიდარობა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართული აქციის ყველა მონაწილეს და ორგანიზატორს. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე ეკონომიკა სულ სხვანაირად არის აშენებული. რეალურად დღეს საქართველოსთვის ბუნების გადარჩენა, ტურიზმის განვითარება ბევრად უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე თურქეთისთვის იაფი ენერგიის მიმწოდებლად გადაქცევა.

რატომ? იმიტომ, რომ აი კონკრეტული მაგალითი: მარტვილის კანიონი, თავის დროზე იქ იყო სადგური და როდესაც ვნახე რომ ამ ადგილზე უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი იყო დავაცლევინე და იქ კორონავირუსამდე ჩადიოდა 350 000 ტურისტი წელიწადში და ბევრად მეტი ადამიანი დასაქმდა ვიდრე ჰესის შემთხვევაში.

არ შეიძლება საქართველოს ბუნებას ხელი ახლო, დენის ენერგიის წარმოების უამრავი საშუალება არსებობს, ქარის ტურბინები, მზის ენერგია და ა.შ ხელები შორს ქართული ბუნებისგან. საქართველოს სჭირდება სწორი განვითარება რათა ხალხისგან არ დაიცალოს. რაც შეეხება ნამახვანს, აქ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესია და ამიტომ არ უსმენენ არავის. დარწმუნებული ვარ რომ ამ და სხვა საკითხებში ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics