2021-02-15 19:38:33, 481 ნახვა
კომენტარი
ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის არევით და ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს
„ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის არევით და ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ „ევროპულ საქართველოს“ – „რასაც დასთეს იმას მოიმკი“ დაემართა.
„არ ვიცი, რას გულისხმობდა ბაქრაძე და რას ფიქრობს „ევროპული საქართველო“.
ხედავთ, რომ „ევროპული საქართველო“ დაკავებული იყო სიტუაციის და ვითარების არევით, ნებისმიერი რაღაცის ჩაშლით და ქაოსით.
იმდენი ქნეს, რომ ქაოსი თავის პარტიაში მიიღეს. რასაც დასთეს იმას მოიმკი. მათ ეს დაემართათ.
„ევროპული საქართველო“ არაფერში მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,