2015-10-06 12:57:28, 732 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: "ყაზტრანსგაზის" მხრიდან ინვესტიციის უკან გატანაზე საკითხი არასდროს დასმულა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, არც ერთი იფოციალური მოლაპარაკების დროს, "ყაზტრანსგაზის" მხრიდან ინვესტიციის უკან გატანის საკითხი არ დასმულა.
"ამ მიმართულებით აქტიურად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მოლაპარაკებები. რა თქმა უნდა, მხარეებს აქვთ უფლება, რომ ჰქონდეთ განსხვავებული პოზიციები, თუმცა ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებების რეჟიმში ეს ყველაფერი გადაწყდება. ინვესტიციის უკან გატანაზე არასდროს არც ერთ ოფიციალურ მოლაპარაკებაში არ დასმულა ასეთი საკითხი", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შეგახსენებთ, ყაზახურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანია “ყაზტრანსგაზმა” ქართულ მხარეს შესაძლოა, ინვესტიციების დაბრუნება მოსთხოვოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან