14:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-06 11:09:33, 886 ნახვა

სამხედრო
41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გერმანიაში Combined Resolve XV სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრნენ

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის, 41-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულის პირადი  შემადგენლობა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, საერთაშორისო მრავალეროვნულ სწავლებაში - Combined Resolve XV მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მე-4 მექანიზებული ბრიგადის მეთაურმა, ვიცე - პოლკოვნიკმა გიორგი ჯინჭარაძემ ალექსეევკას სამხედრო აეროდრომიდან გააცილა და წარმატებები უსურვა.

საერთაშორისო სწავლებაში Combined Resolve XV 10 ქვეყნის 4700-მდე სამხედრო მოსამსახურე იღებს მონაწილეობას. სწავლება აშშ-ის არმიის გრაფენვოერისა და ჰოჰენფელსის საწვრთნელი რაიონებში 1 თებერვალს დაიწყება და 5 მარტამდე გაგრძელდება. სამხედრო წვრთნები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, ტაქტიკურ გადაადგილებას, ტერიტორიის დაკავებას, კონტაქტზე რეაგირებას, შეზღუდული ხილვადობის პირობებში ოპერაციის წარმოებასა და დაკავებული ტერიტორიის დაცვის საკითხებს მოიცავს. სწავლების მიზანია ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის შეფასება და მონაწილე ქვეყნებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics