03:11 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-28 12:46:21, 740 ნახვა

ეკონომიკა
კახეთში ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავლებმა 48 მილიონ ლარს მიაღწია

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კახეთის რეგიონში ამ დროისთვის 78 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული. 

სააგენტოს ცნობით, ღვინის ქარხნებში ყურძენი 10 500 მევენახემ ჩააბარა. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა რეგიონში 48 მილიონ ლარს მიაღწია. 

„27 სექტემბერს  დღეღამურად გადამუშავდა 6 981 ტონა, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია და მიუთითებს, რომ რთველი კახეთში კვლავ აქტიურ ფაზაშია.

ამ დროისთვის გადამუშავებულია  რქაწითელი 36 ათას ტონამდე, საფერავი - 32 ათას ათას ტონამდე, ასევე 1,9 ათასი ტონა  კახური მწვანე და 8,5 ათას ტონამდე სხვა ჯიშის ყურძენი. 

რთველი კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავებულია გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 27,2 ათას ტონამდე. კახეთის რეგიონის დანარჩენი მუნიციპალიტეტების მონაცემები ასე გამოიყურება: თელავი - 16 ათასი ტ., ყვარელი - 14,4 ათასი ტ., სიღნაღი - 7,1 ათას ტ., ლაგოდეხი- 6,2 ათასი ტ., დედოფლისწყარო - 2,1 ათასი ტ., ახმეტა - 1,9 ათასი ტ. და საგარეჯო - 2,8 ათასი ტონა.

ყურძნის გადამუშავების პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია ღვინის მწარმოებელი 67 კერძო კომპანია და ასევე  სახელმწიფოს მიერ დაქირავებული 18 ღვინის საწარმო. 

რთველის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, მუშაობას განაგრძობს ცხელი ხაზი 2 47 01 01 და სპეციალური ინტერნეტ საიტი www.rtveli2015.gov.ge“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics