16:25 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-08-08 16:24:43, 10341 ნახვა

სხვადასხვა
ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გაიმართა

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, ვაკის პარკის შადრევნებისა და კასკადის სრული რეაბილიტაციის პროექტირების შესახებ მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრა გამართა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, კასკადის პირვანდელი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პროექტი კასკადის პირვანდელი  ვერსიის არქიტექტორის მემკვიდრეებთან იქნა განხილული.

შეხვედრაზე პროექტის ავტორებმა შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის შესახებ საკუთარი ხედვები და მოსაზრებები წარადგინეს. ამასთანავე, ადგილზე შეკრებილ მოსახლეობას საშუალება მიეცა, პროექტთან დაკავშირებით თავიანთი პოზიცია დაეფიქსირებინა.

შეხვედრას გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, გიგა გიგაშვილი, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები და პროექტის ავტორი, კომპანია LMC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თბილისის მერიის დაკვეთით, ბრიტანულმა კომპანიამ - CBA Studios, ვაკის პარკის სრული რეაბილიტაციის პროექტი დაამუშავა და პარკის სამშენებლო სამუშაოებიც უახლოეს მომავალში დაიწყება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics