2020-07-22 11:09:20, 16908 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 24 ახალი შემთხვევიდან 10 გარდაბნის მუნიციპალიტეტიდანაა, 2-ის ინფიცირების წყარო უცნობია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 24 დადასტურებული შემთხვევიდან მხოლოდ 2-ის ინფიცირების წყაროა უცნობი.
მისივე თქმით, დანარჩენი შემთხვევებიდან 5 იმპორტირებული, 5 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 10 კი, გარდაბნის მუნიციპალიტეტიდანაა.
„24 პაციენტის კონფიგურაცია ასეთია: 5 არის შემოტანილი შემთხვევა, არიან სატვირთო ავტომანქნების მღოლები, 5 შემთხვევაა დაავადებულთან კონტაქტები, 10 შემთხვევა გარდაბნის რაიონის კვლევისას გამოვლენილ პირებში დადასტურებული შემთხვევა, 2-ის წყარო კი, ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ხდება კონტაქტირებულების კვლევა წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან