2020-07-18 10:26:04, 17315 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯანმო - მსოფლიოში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა
მსოფლიოში, გასულ დღე-ღამეში, კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს.
კერძოდ, ბოლო 24 საათში კოვიდ19-ით ინფიცირებული 237 743 პირია გამოვლენილი.
ამასთანავე, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გლობალური მასშტაბით კორონავირუსს 602 ათასი ადამიანი ემსხვერპლა,
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობით პირველ ადგილზე აშშ-ია, ხოლო მეორეზე ბრაზილია.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან