01:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-24 10:56:39, 14896 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ახალი პაციენტიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ახალი პაციენტიდან ერთი ინფიცირებულთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა.

მისი თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 35 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამის მდგომარეობა ისევ მძიმეა.

„ორი ახალი ინფიცირებულიდან, ერთი დადასტურებულ პირთან კონტაქტია, მეორე კი საკარანტინე სივრციდანაა. ჩვენთან კვლავ 35 პაციენტი რჩება. გუშინ ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა, მაგრამ ერთი ახალი პაციენტი მივიღეთ, რომელიც სოფელ მუშევანიდანაა. ის ასაკოვანი პაციენტია, მაგრამ ჩივილები არ აქვს და ტემპერატურაც ნორმალური აქვს. კვლავ სამი მძიმე პაციენტი გვრჩება. კლინიკურად მათი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ რადიოლოგიური მონაცემებით ჯერ არ გვაქვს გაუმჯობესება, განსაკუთრებით კი ერთ პაციენტთან, რომელიც იყო კრიტიკული და მაღალი ასაკის პაციენტი. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით პროგნოზზე ვერ ვილაპარაკებთ. ძირითადად გვყავს საშუალო სიმძიმის პაციენტები. მათგან 70%-ს პნევმონია აქვს. ამ ეტაპზე ჩვენთან მხოლოდ 2 მოზარდია“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics