15:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-08 10:47:52, 6592 ნახვა

ომი უკრაინაში
მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია, აქედან 4 საკარანტინე სივრციდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია.

მისი თქმით, 4 ინფიცირებული საკარანტინე ზონიდანაა, ხოლო სხვები კონტაქტებს წარმოადგენენ.

„8 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია. 4 საკარანტინე სივრციდანაა, ხოლო სხვები კონტაქტებს წარმოადგენენ. ჩვენს ცენტრში არ მოთავსებულა ახალი პაციენტი და რჩება ისევ 44 პაციენტი. რაც შეეხება მათ მდგომარეობას, კვლავ უცვლელია. ერთი კრიტიკული პაციენტია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ გუშიმ პირველი დღე იყო, როცა დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნეოდა, თუმცა კვლევების შედეგებით პროცესის სტაბილიზაცია ვერ მივიღეთ. ამიტომ, მაინც კრიტიკული პაციენტია. გვყავს ერთი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტი. მისი მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ალბათ, გადაინაცვლებ საშუალო სიმძიმის პაციენტების რიცხვში. დანარჩენი პაციენტები არიან საშუალო და მსუბუქი სიმძიმის. მოზარდები გვყავდა 11 და ხუთმა დატოვა კლინიკა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 13 გამოჯანმრთელებულებულს შორის 3 ჩვენი პაციენტია და სულ 82-ს შეადგენს“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics