13:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-06 10:36:05, 5886 ნახვა

ომი უკრაინაში
ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია მოთავსებული, რომლებიც ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 3 ახალი პაციენტია მოთავსებული.

მისი თქმით, სამივე მათგანი ე.წ. თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

„დღეს, დილის მდგომარეობით აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში ბოქსირებულ სექტორში მკურნალობს 84 პაციენტი. აქედან 69-ს აქვს დადასტტურებული კორონავირუსის დიაგნოზი. 69-დან 19 არის 18-წლამდე ასაკის მოზარდი. გუშინდელი მონაცემების შემდეგ დაგვემატა 3 პაციენტი, საიდანაც 2 ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან. ერთი არის მოზრდილი. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში, 10 რჩება საყურადღებო.

გადმოყვანილი ბავშვები არიან თეთრიწყაროს კლასტერიდან. მესამე პაციენტიც არის თეთრიწყაროს კლასტერიდან“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics