11:42 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-03 13:47:23, 6927 ნახვა

ომი უკრაინაში
რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 5 პაციენტი გამოჯანმრთელდა, - ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამ პაციენტს ხელმეორედ უტარდება ტესტირება, რის შედეგადაც გაირკვევა დაამარცხეს თუ არა მათ კოვიდ19.

„ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება 64 პაციენტი. აქედან 45 არის კოვიდ ინფიცირებული. გვყავს 5 კოვიდ ინფიცირებული, რომელმაც დაამარცხა ეს დაავადება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და ძირითადად დამაკმაყოფილებელია. მძიმე პაციენტი ამ ეტაპზე არ გვყავს, თუმცა გვყავს პაციენტები პნევმონიით. 

დღეს ვამცირებთ კოვიდიანების რაოდენობას. რეტესტირება სამ პაციენტს გაუკეთდა კიდევ და ველოდებით პასუხებს. ასევე, კლინიკაში ახალი პაციენტი არ გვყავს", - განაცხადა ლევან გოფოძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics