2026-04-11 13:04:27, 348 ნახვა
რეგიონი
პაშინიანის ავტოკოლონის თანმხლები ავტობუსი ავარიაში მოყვა
სომხეთის პრემიერ-მინისტრ პაშინიანის ავტოკოლონის პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
მედიისა და სოციალური მედიის მომხმარებლების ცნობით, პოლიციის ავტობუსი პაშინიანის ავტოკოლონას და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ახლდათ, რომლებიც რეგიონებში წინასაარჩევნო შეხვედრებს მართავდნენ. თავად ფაშინიანმა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც მძღოლებს გზებზე უკიდურესად ფრთხილად ყოფნისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდებდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,