02:39 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-13 15:56:44, 9005 ნახვა

კომენტარი
სააკაშვილი მოსკოვის მექანიზმზე - ივანიშვილი და მისი მახინჯი თოჯინები სახეს ვერ გაილამაზებენ

ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების შემდეგ რუსული და ბელარუსულ რეჟიმებს დიაგნოზი დაესვათ.

„ეუთო-ს „მოსკოვის მექანიზმის“ საგანგებო დასკვნა საბოლოოდ უსვამს წერტილს ივანიშვილის და მისი მახინჯი თოჯინების მცდელობას, სახე გაილამაზონ დასავლეთის წინაშე.

ზუსტად ამ მექანიზმის გამოყენების შემდეგ დაესვათ რუსულ და ბელარუსულ რეჟიმებს საბოლოო დიაგნოზი. პრინციპში ეუთო-ს ეს ყველაზე რადიკალური მექანიზმი სხვა არავის მიმართ არც გამოყენებულა.

მოკლედ დემოკრატიული სამყარო გარედან კონსოლიდირდება და შიგნიდან ოპოზიცია. დიქტატორის თავზე შავი ღრუბლები გროვდება, იმედია მალე დაიქუხებს კიდეც.

იმ ადამიანებს ვინც იკითხავს, მიიღეს მორიგი დოკუმენტი და მერე რაო? ვუპასუხებ რომ არც არაფერი, თუ თითოეული არ გაანძრევთ ხელს. ხელი გაანძრიე და გეშველებაო“, – წერს სააკაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics