04:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-06 13:48:04, 879 ნახვა

ეკონომიკა
„ვისოლ ჯგუფმა“ მარჯანიშვილის მოედანზე „დანკინ დონატსის“ რესტორანი გახსნა

„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე „დანკინ დონატსის“ ახალი  რესტორანი გახსნა.
„ვისოლ ჯგუფმა“  ამერიკული რესტორნების უმსხვილეს  ოპერატორთან „დანკინ დონატსთან“ ფრანჩაიზინგის ხელშეკრულებას  2014 წელს  მოაწერა ხელი და დღესდღეობით უკვე 10 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი.  2015 წლის  ბოლოსათვის საქართველოში 20 „დანკინ დონატსის“ რესტორანი იქნება.   დღეიდან კი „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად-1.60, 1. 50 და 1.4 ლარად შეეძლებათ. 
როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, კომპანიისთვის დიდი პატივია საქართველოში „დანკინ დონატსის“ ბრენდის განვითარება. 
 „ვისოლ ჯგუფისთვის“ პატივია ის, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოში განვავითაროთ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველასთავის საყვარელი ბრენდი-„დანკინ დონატსი“. ჩვენ პირველ რიგში, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც  შეიყვარეს „დანკინ დონატსი“  და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. სასიხარულია ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად ადგილობრივ მომხმარებლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ „დანკინ დონატსის“ სენდვიჩები, რომლებიც  ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით სმარტის მიერ მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 
„დანკინ დონატსის“ ახალი ქსელის  გახსნის შემდეგ, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ  რესტორნის საუკეთესო თანამშრომლები სიგელებით დააჯილდოვა. 
„დანკინ დონატსი“ საზეიმოდ „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ და „ვითიბი“ ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ლადო რობაქიძემ გახსნეს. 
ცნობისთვის, „დანკინ დონატსი“ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული  ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“  მსოფლიოს 40 ქვეყანაში არის წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებლებს საშუალება აქვს დააგემოვნოს ყოველდღიურად ახალი, უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატა-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics