|
2015-06-24 18:01:07, 505 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ეროვნული არქივი კაუნასის არქივის დელეგაციას უმასპინძლებს
ლიტვის ქალაქ კაუნასის არქივის დელეგაცია, არქივის დირექტორი გინტარას დრუკუსის ხელმძღვანელობით, 25 ივნისს საქართველოს ეროვნულ არქივს ერთკვირიანი ვიტიზით ეწვევა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: კაუნასის არქივის მთავარი სპეციალისტი რიმა მიკსენიენე და ადმინისტრაციისა და ელექტრონული დოკუმენტების დეპარტამენტის მენეჯერი კრისტინა სტანისაუსკე. 25 ივნისს, 15:00 საათზე ლიტველ კოლეგებს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი მიიღებს. ვიზიტის მიზანია საქართველოს ეროვნულ არქივსა და კაუნასის სახელმწიფო არქივს შორის ურთიერთობების გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, ასევე, ორი ქვეყნის ისტორიის ამსახველი დოკუმენტების ციფრული ასლების გაცვლა. კაუნასის არქივის წარმომადგენლები დაათვალიერებენ უახლესი, საისტორიო და კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივებში ლიტვასთან დაკავშირებით დაცულ მასალებს, გაეცნობიან დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტის მიმდინარეობასა და რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას. ვიზიტი 2 ივლისს დასრულდება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)