|
2015-06-23 12:36:52, 780 ნახვა
საზოგადოება
დავით ებრალიძე: PUMA-ს ტიპის ვერტმფრენების შსს-სთვის გადაცემა, შეიძლება, უფრო სწორი იყოს
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის დავით ებრალიძის განცხადებით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები რომელ უწყებას გადაეცემა. თუმცა, როგორც ებრალიძემ აღნიშნა, შესაძლოა, უფრო სწორი იყოს, თუკი ვერტმფრენები თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. „ეს არ არის გადაწყვეტილი,თავდაცვის სამინისტროს გადმოეცემა თუ სხვას გადაეცემა.შეიძლება უფრო სწორი იყოს, შსს-ს გადაეცეს, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს.მთავრობა გადაწყვიტავს ამას“,-აღნიშნა დავით ებრალიძემ. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დღეს განაცხადა, რომ PUMA-ს ტიპის ფრანგული ვერტმფრენები მის უწყებას გადაეცემა. გომელაურის თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ახლა შსს-სა და ეკონომიკის სამინისტროს შორის ვერტმფრენების გადასაცემად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)