|
2015-06-23 10:38:30, 695 ნახვა
საზოგადოება
„ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქლორის კონტეინერების ტრანსპორტირება განხორციელდა
“ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი თხევადი ქლორის ორი კონტეინერის ტრანსპორტირება დღეს დილის 05:00 საათზე განხორციელდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, კონტეინერები ქალაქგარეთ, შპს „Novoretec Georgia" ტერიტორიაზე განლაგდა, სადაც მოხდება მათი შემდგომი გაუვნებელყოფა. ტრანსპორტირება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ, უსაფრთხოების საერთაშორისო წესების სრული დაცვით განხორციელდა. შეგახსენებთ, რომ ქალაქში მომხდარი სტიქიის შემდეგ “ლაგუნა ვერეს” მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა თხევადი ქლორის 2 კონტეინერი, რომელიც წლების წინ აუზის დეზინფექციისთვის გამოიყენებოდა. კონტეინერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ ქლორის კონტეინერები დაზიანებული არ ყოფილა და მათგან ქიმიური ნივთიერების გაჟონვის საფრთხე არ არსებობობდა. მიუხედავ ამისა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მხრიდან გატარდა ყველა აუცილებელი ღონისძიებება, დღის საათებში, მზიან ამინდში, უსაფრთხოების მიზნით ხორციელდებოდა კონტეინერების წყლით გაგრილება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)