06:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-21 17:49:53, 457 ნახვა

საზოგადოება
  სტიქიის ზონაში შეიარაღებული ძალების დამატებითი პირადი შემადგენლობა ჩაერთო

შუადღიდან სვანიძის ქუჩასა და „მზიურში“ მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დამატებითი პირადი შემადგენლობა ჩაერთო. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რთულ ობიექტებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები აქტიურად მუშაობენ.

სამხედრო მოსამსახურეები „მზიურისა“ და სვანიძის ქუჩის, ასევე ვაკის ძეხვეულის ქარხნის ტერიტორიის გაწმენდით სამუშაოებს ასრულებენ. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მოზიდულია სპეციალური ტექნიკა - სატვირთო თვითმცლელი მანქანები, ექსკავატორები, თვითმტვირთავები და სხვადახვა მოდიფიკაციის ტრაქტორი.

საქართველოს შეიარაღებული ძალების დამატებითი პირადი შემადგენლობა სალიკვიდაციო სამუშაოებში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში შექმნილი საგანგებო შტაბის თხოვნით ჩაერთო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics