2015-06-20 17:32:28, 667 ნახვა
საზოგადოება
სოფელ რეხაში აღმოჩენილი ნაკვალევი ძაღლის აღმოჩნდა
გორის რაიონის სოფელ რეხაში აღმოჩენილი ნაკვალევი ძაღლის არის.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილემ გიორგი ღიბრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, წეროვანში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.
„გორის რაიონის სოფელ რეხაში შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა შეისწავლეს დილით აღმოჩენილი ნაკვალევი. დადგინდა, რომ ნაკვალევი არის ძაღლის. ასევე არ დადასტურდა გავრცელებული ინფორმაცია წეროვანში მტაცებელი ცხოველის დაფიქსირების შესახებ“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ. შეგახსენებთ, გორის რაიონის სოფელ რეხაში მტაცებელ ცხოველს დღეს დილიდან ეძებდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან