2015-06-18 15:37:02, 430 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დაწყებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მუსლიმ მოქალაქეებს რამადანის დაწყებას ულოცავს.
„თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ თქვენი რწმენის ერთ-ერთი უმთავრესი ბურჯის - რამადანის თვის დადგომას და მის ღირსეულად, რწმენითა დამოთმინებით განვლას გისურვებთ.
თქვენ ძალზე მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოს განვითარებაში. თქვენი თვითმყოფადი კულტურა და ტრადიციები კი ჩვენი ქვეყნის სიმდიდრე,მისი მრავალფეროვნების განუყოფელი ნაწილია.
კეთილდღეობას, დღეგრძელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან