2015-06-16 17:33:12, 316 ნახვა
საზოგადოება
ჩინეთის მთავრობა საქართველოს მოსახლეობას უსამძიმრებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენელთა სამძიმრის წერილი მიიღო.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩინეთის სახალხო წარმომადგენელთა ყრილობის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს თამარ ბერუჩაშვილს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს სამძიმრის წერილს უგზავნიან.
მათივე ცნობით, წერილში აღნიშნულია თბილისში წყალდიდობით გამოწვეულ ტრაგედიის გამო ჩინეთის მთავრობისა და ჩინელი ხალხსი სამძიმარი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან