13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-16 16:50:11, 888 ნახვა

საზოგადოება
„საბას“ ლაურეატები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატები და ნომინანტები სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად ერთიანდებიან და თიბისი ფონდში  გახსნილ სპეციალურ ანგარიშზე საკუთარი წიგნებიდან შემოსულ თანხებს რიცხავენ.

 „ხშირად მიფიქრია იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანი სიტყვა და რომ ასეთ მძიმე პერიოდებში ჩემს თვალს ხშირად დაკლებია ქართველი მწერლების ერთიანი სოლიდარობა“, - წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სალომე ბენიძე.

 „სიამოვნებით გიერთდებით. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თავის მხრივ დაიწყო დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აქციები და იქაც შემოგვიერთდით“, - წერს გიორგი კეკელიძე.

 „ასეთ დროს მწერლებს, სიტყვის ხალხს ყველაზე მეტად მოგვეთხოვება შევქნათ ახალი საძირკველი ახალი და სწორი გზების ასაშენებლად.. ჩვენი წიგნების გაყიდვებიდან შემოსული თუნდაც სიმბოლური თანხა დაზარალებულთა დასახმარებლად უკვე მნიშვნელოვანი“, - წერს თეონა დოლენჯაშვილი

 „ჩემი კოლეგები თავიანთი წიგნების ჰონორარს, თავიანთი ხელფასის ნაწილს დაზარალებულთა ფონდში რიცხავენ. ამით ჩემ მიერ გადარიცხულ თანხასაც მეტი აზრი ეძლევა და, ციფრებთან ერთად, იზრდება ერთიანობის განცდა და ენერგია“, - წერს ეკატერინე ტოგონიძე.

 „გამომცემლობას მოველაპარაკები და მზად ვარ ჩემი ორივე წიგნის გაყიდვებიდან შემოსული თანხა დაზარალებულთა ფონდში ჩავრიცხო”, - წერს ტორესა მოსი.

 „მე და ჩემი მეგობრები მოხალისეებში ჩავეწერეთ და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ. არჩილ ქიქოძემ სტიქიის ღამეს რამდენიმე ოჯახი გადაარჩინა. მართალია, ჩვენი ჰონორარები მცირედია, მაგრამ ყველამ თუნდაც ეს მცირედი მაინც რომ გაიღოს, ერთად უკვე ბევრი გამოვა“, - წერს გაგა ნახუცრიშვილი.

 „ამ ადამიანებს მერეც დასჭირდებათ დახმარება... მე გავაკეთე ავტომატური გადარიცხვა თიბისის ანგარიშზე, ამ ანგარიშზე ჩემი შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება ყოველთვის, ერთი წლის მანძილზე. მნიშვნელოვანია განგრძობითი დახმარება. ასე მგონია“, - წერს დიანა ანფიმიადი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics