2015-06-16 16:45:38, 475 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ყველა სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ყველა უწყების - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები სტიქიის ზონაში ჩამოტანილი ქვა - ღორღით დაზიანებული გზის გაწმენდით სამუშაოებს აგრძელებენ.
უწყების ინფორმაციით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებშია ჩართული გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ბესარიონ აბაშიძე.
დილიდან სტიქიის ზონაში იმყოფებოდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი.
ახალი გზის მაგისტრალზე ე.წ. „მზიურის კოშკების“ მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, მაშველები და მოხალისეები არიან ჩართულები.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან