2015-06-15 16:26:45, 345 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
პარლამენტი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში ერთ მილიონ ლარს მიმართავს. ეს გადაწყვეტილება დეპუტატებმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამომდინარე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომის დღის წესრიგი და მუშაობის ფორმატი შეცვალა და კომიტეტის წევრებს დაზარალებული მოქალაქეების მონახულების ინიციატივით მიმართა.
კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, დეპუტატები სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის კომპაქტურად ჩასახლების ადგილებს მოინახულებენ და ადგილზე გაეცნობიან მათი ყოფა-ცხოვრების პირობებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან