07:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-14 20:31:58, 363 ნახვა

საზოგადოება
პოლონეთში საქართველოს დასახმარებლად აუქციონი გაიმართება

პოლონელი ბიზნესმენი, ვარშავაში პოპულარული რესტორნის მფლობელი და საქართველოს ძველი მეგობარი, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მეგობრებს და საზოგადო მოღვაწეებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო აუქციონის ჩატარებისკენ მოუწოდებს. 

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

„დღეს შევიტყვე თბილისში (საქართველო) მომხდარი წყალდიდობის შესახებ. ხალხი დაიღუპა.., საქართველოს, რომელიც ისედაც არ გახლავთ მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, უდიდესი მატერიალური ზარალი მიადგა. რა ვითარებაშიც არ უნდა ვიყოთ, მოდით დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს სჭირდება, იმ მცირე შესაძლებლობებით, რაც გაგვაჩნია". იგი მეგობრებს მიმართავს, რომ აუქციონზე რაიმე ღირებული ნივთების გამოიტანონ, ხოლო შემოსული თანხები, პოლონეთში საქართველოს ელჩს ოფიციალურად გადაეცემა, თბილისში დაზარალებულთათვის გასაგზავნად. ამ მიზნით, მარიუშ არტურ ნაპორა, საკუთარ რესტორანში სპეციალური ქართული საქველმოქმედო საღამოს გამართვის ინიციატივით გამოდის. „თბილისში მე ჩემი გული დავტოვე (სამუდამოდ)" - აცხადებს პოლონელი ბიზნესმენი.
 
ამასთან, უწყების ცნობით,  პოლონეთში საქართველოს საელჩოს დატრიალებული ტრაგედიის გამო სამძიმარი გამოუცხადა პოლონეთის სეიმში პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, დეპუტატმა  მიხალ შჩერბამ. ელჩისადმი მიწერილ წერილში დეპუტატი  საქართველოს მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს.

ცნობისთვის, წუხელ, ძლიერი წვიმის შედეგად, დედაქალაქის რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა. გმირთა მოედნიდან ე.წ. მშრალ ხიდამდე გზის საფარი დაზიანდა. მძიმე ვითარებაა ვაკისა და საბურთალოს რაიონებში, მდინარე ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ადიდებულმა მდინარე ვერემ ვაკე-საბურთალოს ახალი გზა სრულად დატბორა. დაიტბორა ასევე ზოოპარკის ტერიტორია, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად, ბოლო ინფორმაციით, 12 ადამიანია დაღუპული. მათ შორის არიან მაშველები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics