2015-06-14 17:23:12, 331 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში არც ერთი ოჯახი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს
„თბილისში არც ერთი ოჯახი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს“, –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, თბილისში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ შექმნილი საგანგებო შტაბის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა უწყებებსა და დედაქალაქის მერიას დაავალა, თბილისში სტიქიის შედეგად ოჯახებისთვის მიყენებული ზარალი დაითვალონ და ყველას დახმარება გაუწიონ.
„მინდა, ყველას დაგავალოთ, თბილისში, არც ერთი ოჯახი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს. ყველა ოჯახის პრობლემა დეტალურად უნდა აღვწეროთ, დავითვალოთ მათი ზარალი და მაქსიმალური მხარდაჭერა და დახმარება გავუწიოთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან