23:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-02 17:40:19, 347 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები წარმატებით დამუშავდა

1 ივნისის 22:30 საათიდან სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა კახეთის რეგიონში - ახმეტა, თელავი, ყვარელი, ლაგოდეხის რაიონების ტერიტორიაზე დააფიქსირა ჩამოყალიბების პროცესში მყოფი შიდამასიური ღრუბელი.  ფართობით 1000კმ2. ღრუბელი მოძრაობდა ჩრდილო აღმოსავლეთ მიმართულებით.

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა საჰაერო სივრცის ჩაკეტვის შემდეგ 23:18 საათიდან 23:52 საათამდე ღრუბლების მიმართულებით განახორციელა სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების გასროლები, რის შემდეგაც ღრუბელთა სისტემა შესუსტდა და გადაინაცვლა კავკასიონის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.
2 ივნისის 00:50 სთ-ზე თბილისის მიმდებარედ განვითარდა და ახმეტისა და თელავის რაიონებში შემოვიდა მესამე-მეოთხე კატეგორიის (20 მმ სეტყვის მარცვალი, 300 კმ2 ფართობის) სეტყვის ღრუბელი.
01:05 საათიდან სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრმა დაიწყო აღნიშნული ღრუბლების დამუშავება რაკეტებით. დამუშავება გაგრძელდა 02:42 საათამდე.
ღრუბლებზე აქტიური ზემოქმედების შემდეგ თელავის და ახმეტის რაიონებში  ღრუბლების უდიდესი ნაწილი მოსალოდნელი 15 მმ დიამეტრის მქონე სეტყვის ნაცვლად ჩამოიცალა წვიმის სახით, მცირე ნაწილი კი თელავი-რუისპირის მიმდებარედ და ყვარელი-ლაგოდეხის კავკასიონის ქედის კალთებზე უწვრილესი 3-5 მმ დიამეტრის სეტყვის სახით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics