16:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-26 09:42:08, 334 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო დღეს რამდენიმე ღონისძიებას გამართავს

თავდაცვის სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისიებას გამართავს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო  ცენტრ „დელტას“ პროდუქციის გამოფენას მოინახულებს.

დამოუკიდებლობის დღესასწაულზე 13:00 საათზე თავისუფლების მოედანზე სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართება. ასევე მოეწყობა  სამხედრო ტექნიკის, შეიარაღების და აღჭურვილობის გამოფენა.

სამხედრო ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა  დილიდან 11  ქალაქში განმოიფინება: რუსთავი, თელავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ამბროლაური, ახალციხე, მცხეთა და ოზურგეთი.

გარდა ამისა, 13:30 თავისუფლების მოედანზე ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრის კონცერტი გაიმართება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics