11:28 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-20 12:19:50, 335 ნახვა

საზოგადოება
„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია განიხილეს

„გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის პირველადი სამუშაო ვერსია სასტუმროში „ჰოლიდე  ინნ“ განიხილეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, საჯარო განხილვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ  მაია ბითაძემ გახსნა.

 კანონპროექტი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ფინანსური მხარდაჭერით, „მწვანე ეკონომიკა აღმოსავლეთ სამეზობლოში“ პროგრამის ფარგლებში შემუშავდა.

„ახალი კანონმდებლობით გაფართოვდება და სრულყოფილად ჩამოყალიბდება ეკოლოგიურ ექსპერტიზას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალი. დაინერგება სკრინინგისა და სკოპინგის ეტაპები, რაც სამინისტროსა და საქმიანობის განმახორციელებელს შორის სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შესაძლებლობას მისცემს საქმიანობის განმახორციელებელს დროულად აღიქვას პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკები, რათა სწორად დაგეგმოს და განხორციელედეს ესა თუ ის საქმიანობა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება მონაწილეობა მიიღოს როგორც ნებართვის გაცემის, ასევე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის თითოეულ სტადიაზე. დაინერგება სექტორული სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების სისტემა.  შემცირდება ერთი მხრივ ინვესტორის შესაძლო ფინანსური დანაკარგების რისკი, მეორე მხრივ, სამინისტროსთვის გაჩნდება მეტი ბერკეტი მიიღოს გონივრული გადაწყვეტილება ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის“, - ნათქვამია გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაში.

საჯარო განხილვას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics