2018-03-23 10:46:23, 642 ნახვა
რეგიონი
მაშველებმა 14 წლის ბიჭი მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს
მაშველებმა მდინარეში ჩავარდნილი 14 წლის მურმან ფუტკარაძე დღეს დილით ჩირუხის წყალში იპოვეს. სამძებრო სამუშაოები შეჩერებულია.
შემთხვევა შუახევში, სოფელ შუბანში 4 დღის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბიჭს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად ჩავიდა.
სამძებრო სამუშაოებში სამაშველო სამსახურის 12 ბრიგადა და 70 მეხანძრე მაშველი და 3 მყვინთავი იყო ჩართული, მათ შორის ბათუმიდან, თბილისიდან, ქედიდან და ხულოდან. სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებოდნენ.
გარდაცვლილი ბიჭის, მურმან ფუტკარაძის ოჯახს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საქართველს პარლამენტის წევრმა ანზორ ბოლქვაძემ, მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ მიუსამძიმრეს. მთავრობის თავმჯდომარემ მაშველებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
(NS)
ავტორი: ,