11:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-14 12:56:10, 1332 ნახვა

რეგიონი
ვალეში კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს

ვალეში უცნობმა პირებმა კათოლიკური სიწმინდეები დაწვეს.

ინფორმაციას კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, წმინდა ნინოს მცირე სამლოცველოსთან, სადაც მართლმადიდებლური და კათოლიკური ხატები და ლოცვის კრებულები მუდამ ერთად იყო შენახული, ვანდალურად დაწვეს მხოლოდ კათოლიკური სიწმინდეები.

ამასთან დაკავშირებით ვალეს ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი მიხეილ სურმავა განცხადებას ავრცელებს:

"გამომდინარე დღევანდელი ვანდალური ფაქტიდან, რომელიც ვალეში წმ. ნინოს სახელობის სამლოცველოში მოხდა, სადაც დაწვეს კათოლიკური ეკლესიის ლოცვის წიგნები და ხატები (სასაფლაოებთან). მე, ქ.ვალის ღვთისმშობლის შობის სახელობის კათოლიკური სამრევლოს წინამღვარმა გადავწყვიტე, რომ ამა წლის 25 მარტს 12:00 საათზე ბზობის საზეიმო პროცესია დავიწყოთ არა ჩვეულებისამებრ ქვედა სამლცველოდან, (საიდანაც იყო ხოლმე). არამედ ზუსტად წმ. ნინოს სამლოცველოდან. დაე ყველამ დაინახოს, რომ ჩვენ ვარსებობთ, დაინახონ, რომ ეს ეკლესია გვეკუთვნის ჩვენ ყველა ქრისტიანს. ამ ფაქტს ვაფასებ, როგორც ვანდალურ ქმედებას. ღმერთი მოწყალე და სამართლიანია. ჩვენ ვლოცულობთ ამის ჩამდენთათვის და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან სიმართლეს ფარდა აეხდება“, - ნათქვამია მიხეილ სურმავას განცხადებაში.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166–ე მუხლით დაიწყო, რაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის, ან მისი საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics