11:45 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 19:26:26, 360 ნახვა

საზოგადოება
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა გაფიცვა გამოაცხადეს

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები ცენტრის დირექტორად ზაზა აბაშიძის არჩევას აპროტესტებენ. როგორც ისინი აცხადებენ,  გუშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გასაუბრება და კომისიის სხდომა გაიმართა. მათივე მტკიცებით,  კომისიის წევრები ძირითადად შედგებოდნენ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებისაგან.
"შედეგად, მიღებულ იქნა სუბიექტური გადაწყვეტილება და დირექტორად აირჩიეს ზაზა აბაშიძე. კომისიამ არ გაითვალისწინა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა რეკომენდაცია",-აცხადებენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებას ითხოვენ:
გაუქმდეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები; დაუბრუნდეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, მის სამეცნიერო საბჭოს, დირექტორის არჩევის უფლება; შეიცვალოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მაკონტროლებელი უწყება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics