07:38 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-17 17:56:52, 409 ნახვა

სამართალი
ოზურგეთში დაკავებული "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები გაათავისუფლეს

ოზურგეთში  დაკავებული "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი ზონის" წევრები გაათავისუფლეს.  როგორც ცნობილია, დავით მჟავანაძისა და ბესო ქათამიძის სასამართლო პროცესი  ხვალ გაიმართება. 

ცნობისთვის,  "ნაციონალური მოძრაობისა" და თავისუფალი ზონის" წევრების დაკავება  მაშინ მოხდა, როცა ისინი ოზურგეთის ქუჩებში  ახალ გუბერნატორ გია სალუქვაძის პლაკატებს  აკრავდნენ წარწერით:  "მოარიდეთ ბავშვები". მათ ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის  150-ე მუხლით ედებათ, რაც  თვითმმართველობის ერთეულის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რაიონების გამგებლებს და ოზურგეთის მერს გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე  სწორედ დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics