10:50 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-02-28 17:55:16, 775 ნახვა

რეგიონი
FEMTEC-ის მსოფლიო კონგრესი ბათუმში ჩატარდება

კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაციის 71-ე კონგრესი ბათუმში ჩატარდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარის ექიმთა გაერთიანებული სამეცნიერო საზოგადოების გაფართოებულ სხდომაზე იმსჯელეს.

შეხვედრა, რომელიც კლინიკა „მედ-ცენტრში“ ჩატარდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი უმბერტო სოლიმენესი და აჭარის ექიმთა საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ.

“შემოდგომაზე ბათუმში კლიმატოლოგიისა და ბალნეოლოგიის მიმართულებით ჩატარდება საერთაშორისო კონგრესი. მოგეხსენებათ, აჭარის რეგიონს ამ კუთხით დიდი პოტენციალი აქვს, მსგავსი სახის ღონისძიებები ხელ შეუწყობს დარგის განვითარებას. ვფიქრობთ, რომ ბალნელოგია უნდა გახდეს სამედიცინო ტურიზმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ჯანდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს მის განვითარებას“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

დღევანდელი შეხვედრა აჭარის ექიმთა გაერთიანებული სამეცნიერო საზოგადოების კლიმატოლოგთა და ბალნეოლოგთა მსოფლიო ფედერაცისს წევრად მიღებას მიეძღვნა. აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ფედერაციამ გასული წლის 17 ოქტომბერს, იტალიაში გამართულ რიგით 70-ე კონგრესზე მიიღო.

„ქართული სამედიცინო აზროვნების განვითარების ისტორიაში ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რაგანაც მომავალში იგი შესაძლოა გახდეს ერთ-ერთი სტიმული ჩვენი საკურორტო მომსახურების აღდგენის, კადრების მომზადების, ტექნიკით აღჭურვის, ახალი ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოვლინების, დანერგვის და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საქმეში“, - განაცხადა აჭარის ექიმთა გაერთიანებული საზოგადოების ხელმძღვანელმა რამაზ სურმანიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics