16:43 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-01-19 15:15:59, 746 ნახვა

რეგიონი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ გასულ წელს დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "მესაზღვრეებმა" 2017 წლის განმავლობაში დე-ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით 514 ადამიანი დააკავეს, -  ამის შესახებ ოკუპირებული რეგიონის "სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურმა განაცხადა.

"სპუტნიკ-ოსეტიას" ინფორმაციით, ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში განაცხადეს, აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წელთან შედარებით 11%-ით მეტია.

"საერთო ჯამში 303 ადამიანი დააკავეს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ხოლო 211 გამშვებ პუნქტზე. დაკავებულების უმეტესობა - 359 ადამიანი, ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა. საერთო ჯამში, საზღვრის დამრღვევებმა 827 000 რუსული რუბლი გადაიხადეს, რის შემდეგაც მათ რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს", - აცხადებენ ე.წ. კომიტეტის პრესსამსახურში.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, 7 ადამიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics