01:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-31 17:32:03, 1078 ნახვა

რეგიონი
ქობულეთში საახალწლო ღონისძიებები იმართება

ქობულეთში სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობა და ღონისძიება იმართება.

პარალელურად, ცენტრალურ მოედანზე საახალწლო გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს.

ცენტრალურ მოედანზე გამართულ ღონისძიებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან ერთად შეუერთდა და ჩურჩხელისა და გოზინაყის დამზადებაში  მონაწილეობა მიიღო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად, ასევე, იმყოფებოდნენ ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე და  მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები. 

ზურაბ პატარაძემ მოედანზე შეკრებილ ქობულეთელებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და მომავალ, 2018 წელს მშვიდობა და წარმატებები უსურვა. 

ქობულეთის მერიის მიერ ორგანიზებული სადღესასწაულო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა კონკურსები, ვორქ-შოფები და ფლეშ-მობები.

 ღამის 12 საათიდან კი, ღია ცის ქვეშ ქართველი ვარვსკვლავების მონაწილეობით გალა კონცერტი გაიმართება, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდება.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics