16:32 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-08 18:49:02, 461 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის სოფელ გვარაში ევროპის დღე აღინიშნა

დღეს ევროპის დღე ქობულეთის სოფელ გვარაში აღინიშნა.

ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წევრები და ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობა ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე  მიწვეულ სტუმრებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე მიესალმა.  სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად აჭარაში  იმყოფებოდნენ გერმანიის ელჩი საქართველოში იტვინ ჰენინგი, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის სამოქმედო დივიზიის ხელმძღვანელი კაიდო სირელი,  გაეროს განვითარების  პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი და სხვა ოფიციალური პირები.

ღონისძიების ფარგლებში მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს ENPARD-ის პროექტით განხორციელებული აქტივობები, სათბურები სასოფლო სამეურნეო კოოპერატივებზე გრანტით გადაცემული ტექნიკა და მანქანა-დანადგარები. ასევე, გაიმართა „ENPARD აჭარა”-ს ფოტოგამოფენა და  საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 23 კოოპერატივის დაჯილდოების ცერემონიალი.

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება  ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის, გაეროს განვითარების პროგრამის  და  პროექტ ENPARD-ის მხარდაჭერით ჩატარდა.

„ჩვენი შეკრება აგროსერვის ცენტრში შემთხვევითი ღონისძიება არ არის. ეს გახლავთ  ერთ-ერთი სამაგალითო და წარმატებული პროექტი იმ მრავალი სხვა პროექტიდან, რომლითაც ძალიან დიდი სარგებელი აქვს რეგიონის მოსახლეობას და ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის განვითარებას. ეს კონკრეტული და ყველა სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლებიც დონორთა ხელშეწყობით და ჩვენი თანამონაწილეობით ხორციელდება, მორგებულია რეგიონის განვითარების სტრატეგიას“, - განაცხადა არჩილ ხაბაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics