13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-29 18:49:39, 1415 ნახვა

სამხედრო
საქართველოს აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიას აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია ეწვია.

დელეგაციის წევრებს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდის ხელმძღვანელობით, ეროვნული გვარდიის უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია, რომელსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის შტაბის წარმომადგენლები და ამერიკელი სტუმრები დაესწრნენ, დაღუპული გვარდიელების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო.

მოგვიანებით, გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა ეროვნული გვარდიის უფროსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. პოლკოვნიკმა ირაკლი ჭუმბურიძემ სტუმრებს საქართველოს ეროვნულ გვარდიაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. საუბარი შეეხო მომავალი თანამშრომლობის საკითხებს.
შეხვედრის დასასრულს გენერალ-მაიორ ჯოზეფ ჯერარდს საპატიო გვარდიელის სერტიფიკატი, გვარდიის სასაჩუქრე დაფა და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის დელეგაცია საქართველოში ორდღიან ვიზიტს დღეს ასრულებს. გენერალ-მაიორმა ჯოზეფ ჯერარდმა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრა უკვე გამართა. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „გენერალი მაზნიაშვილი“ დააჯილდოვა. 

საქართველოს ეროვნული გვარდია აშშ-ის არმიის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიასთან 1993 წლიდან თანამშრომლობს.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics