17:11 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 18:39:34, 1210 ნახვა

რეგიონი
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის თანამშრომელს, შესაძლო გადაცდომის გამო, უფლებამოსილება შეუწყდა

ყვარელში, სასულიერო პირებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის საშუალებით, სკოლის მოსწავლეები ჰაერიდან დალოცეს.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარის გამო, სასაზღვრო პოლიციის მაღალჩინოსანი სამსახურიდან გათავისუფლდა.

 „მიმდინარე წლის 15 ნოემბერს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენით კახეთის რეგიონის სოფელ ენისელის მიმართულებით გახორციელებული სავარჯიშო ფრენების დროს მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

მომხდარი ფაქტის გამო, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდა სამსახურებრივი უფლებამოსილება“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, ყვარელში მოსწავლეები სასულიერო პირებმა ვერტმფრენიდან დალოცეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რეგიონებში ცხოველთა 3 ახალი მუნიციპალური თავშესაფარი აშენდება
სპეციალური შეთავაზება SOLO მომხმარებლებისთვის - დაესწარით სპექტაკლ “შერეკილები”-ს პრემიერას რეზო გაბრიაძის თეატრში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics