12:28 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-06 11:36:51, 323 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 10 000 ლარით დააფინანსებს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 2016-2019 წლების პროგრამების საშუალოვადიანი გეგმის საჯარო განხილვა დაიწყო.

სამინისტრომ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა და დასაქმების სააგენტომ 4 წლიანი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო სექტორს, სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებს და სერვისების განმახორციელებლებს წარუდგინა.

გეგმის თანახმად 2016 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტი მიმდინარე წელთან შედარებით 641 202 ლარით გაიზრდება და 9 630 000 ლარი იქნება.

„მომავალ წელს სამინისტრო და საქვეუწყებო დაწესებულებები 18 პროგრამას განახორციელებენ. ამოქმედდება ახლი პროგრამა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისათვის. 10 000 ლარით დაფინანსდება ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპრაცია. გაიზრდება კარდიო ქირურგიისა და სახსრების ენდოპროთეზირების პროგრამების ბიუჯეტი. განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების პროგრამას ბენეფიციარებად დაემატება ტრეფიკინგისა და ძალადობის მსხვერპლი ქალები“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.

2016 წლის პროგრამების დამტკიცებამდე სამინისტრო დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრას რამდენჯერმე გამართავს.

 

საშუალოვადიანი გეგმის სრული ვერია





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics