11:46 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-31 11:37:06, 862 ნახვა

რეგიონი
ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ახმაჯთან 2 ადამიანი დააკავეს

ოკუპირებული ახალგორის ტერიტორიაზე, სოფელ ახმაჯის სიახლოვეს ოკუპანტებმა საქართველოს 2 მოქალაქე გაიტაცეს, - ამის შესახებ "სპუტნიკ-ოსეტია" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები არიან კასპის რაიონის სოფელ ოკამის მკვიდრები, 43 წლის ჯონი თათარაშვილი და 20 წლის გიორგი შუკაკიძე.

მედიის ცნობით, დაკავებულები ახალგორის მილიციის შენობაში იმყოფებიან, თუმცა მათი ცხინვალის იზოლატორში გადაყვანა იგეგმება. გარდა ამისა, დე-ფაქტო სასაზღვრო სამსახური გამოძიებას ახორციელებს და მოძიებული მასალების სასამართლოში გადაგზავნას გეგმავს.

როგორც "ექსპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საქართველოს მოქალაქეები, დე-ფაქტო საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავეს.

"მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მათ გასათავისუფლებლად მუშაობს", - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის სექტემბერში ე.წ. გამშვებ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს 42 მოქალაქე დააკავეს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics