10:27 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-01 17:26:51, 315 ნახვა

პოლიტიკა
ნოდარ ხადური: პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა

ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა.

როგორც ხადურმა ჟურნალისტებს განუმარტა, პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა, კონსტიტუციით დადგენილი პროცედურების დაცვით, ვინმესთან შეთანხმების გარეშე ნებისმიერი მინისტრი შეცვალოს. თუმცა ხადურის თქმით, პრეზიდენტი ცვლილებების თაობაზე ინფორმირებული იყო.

„ვისაც ევალება, რომ მთავრობის შემადგენლობა მოიფიქროს, ანუ პრემიერ-მინისტრს, მას უკვე მოფიქრებული აქვს მთავრობის შემადგენლობა. პრემიერმა წარუდგინა პრეზიდენტს იმისათვის, რათა მან კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები შეასრულოს და პარლამენტში წარადგინოს. რამდენადაც ვიცი, პარლამენტში იყო კონსესუსი იმის თაობაზე, რომ დღეს და ხვალ ემუშავათ. რამდენიმე მინისტრი გზიდან მობრუნდა, ვინც მიდიოდა იმისათვის, რათა კომიტეტებში უმცირესობასთან, უმრავლესობასთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“ შეხვედრები ჰქონოდა. პრეზიდენტმა იცოდა, რომ თავდაცვის მინისტრი იცვლებოდა და პრემიერ-მინისტრის ექსკლუზიური უფლებაა კონსტიტუციით დადგენილი პროცედურებით ნებისმიერი მინისტრი შეცვალოს და არავისთან ამის შეთანხმება არ სჭირდება. ითქვა, რომ პრეზიდენტი ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იყო“, - განაცხადა ხადურმა.

კითხვაზე ელოდება თუ არა მთავრობის ამ შემადგენლობაში ცვლილებებს, ხადურის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ცალსახად აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის წარდგენილი მთავრობის შემადგენლობა არ შეიცვლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics