13:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-24 10:16:48, 474 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს ბათუმს ეწვევა

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დღეს აჭარას სტუმრობს.

ალექსანდრ ლუკაშენკო დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძესთან ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. შეხვედრას აჭარის მთავრობის წევრები დაესწრებიან.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოგვიანებით სასტუმრო „შერატონში“ ცერემონია გაიმართება, სადაც ხელი მოეწერება ბრესტისა და ბათუმის დამეგობრების ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის დელეგაციის წევრები, საქართველოს ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე მოინახულებენ ქობულეთში არსებულ აგრო სერვის ცენტრის სანერგე მეურნეობას. ასევე, ბელარუსის ოფიციალური დელეგაცია დაათვალიერებს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს.

შეგახსენებთ, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ შეხვედრები უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან, პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან უწმინდესთან და უნეტარესთან ილია მეორესთან. 

ბელარუსის პრეზიდენტის 3-დღიანი ოფიციალური ვიზიტი ბათუმში სტუმრობით დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics