05:23 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-18 18:37:43, 881 ნახვა

რეგიონი
სოციალურ სახლში ბინას 58 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს

ბათუმში, თამარის დასახლებაში არსებულ ახალ სოციალურ სახლში ბინას 58 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აქედან სამი ოჯახი  ბათუმის მკვიდრია, ხოლო 55 ოჯახი ქობულეთის მუნიციპალიტეტის.

სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახები, აჭარაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეულმა სამთავრობო კომისიამ შეისწავლა.

19 მათგანზე კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება დღეს მიიღო.

დაზარალებულებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უახლოეს პერიოდში გადაეცემათ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics