19:14 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 11:09:45, 873 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარის პოპულარიზაციის მიზნით გადაღებული კიდევ ერთი ვიდეორგოლი „აჭარის ფერები“ გაავრცელა.

კლიპში წარმოდგენილია ტურისტის თვალით დანახული აჭარა, თავისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტებითა და შესაძლებლობებით.

ვიდეორგოლი დეპარტამენტის შეკვეთით სარეკლამო კომპანია JWT METRO-მ გადაიღო.

როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა აღნიშნა,  მსგავსი კონცენგციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია.

„თამამად შეიძლება ითქვამს მსგავსი კონცეფციის ვიდეორგოლი ქართული ტურისტული და ასევე სარეკლამო ბიზნესისთვის სრულიად ახალი პროდუქტია. კლიპში გადმოცემულია ტურისტების თვალით დანახული აჭარა. ვიდეორგოლის სათაური „აჭარის ფერები“, ისევე როგორც მისი შინაარსი და ვიზუალიზაცია ზედმიწევნით ზუსტად ასახავს ჩვენი რეგიონის მრავალფეროვნებას“,-განაცხადა ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით სულ ამ ეტაპისთვის  4 ვიდეორგოლია გადაღებული, რომელსაც ტურისტები 16 სამიზნე ქვეყანაში ნახავენ, როგორც ინტერნეტ და სოციალური მედიის საშუალებით, ასევე საერთაშორისო მედიით მეშვეობით.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს პირველად, რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირებას მსოფლიოს 16 ქვეყანაში  სხვადასხვა ტიპის სარეკლამო აქტივობებით ანხორციელებს.

(NS) 









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics