12:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 15:23:45, 800 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება სრულდება

აჭარაში გიდების გადამზადება დასასრულს უახლოვდება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, ამჟამად, პრაქტიკული ტრენინგები მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებს უტარდებათ.

დღეს ისინი, ხულოში არსებულ ტურისტულ მარშრუტზე იმყოფებიან, სადაც სხალთა-ხიხანის და ხულო-გოდერძი-მწვანე ტბის მარშრუტს გადიან.

მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ კი მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტის გიდებმა შუახევში ჩირუხის სათავგადასავლო ტური გაიარეს.

მოინახულეს მარშრუტზე არსებული ტურისტული ადგილები - გულისა და ჩირუხის ტბები, ოლადაურის მუზეუმი, ოქროპილაურისა და დარჩიძეების ციხეები. ასევე გაეცნენ საოჯახო-სასტუმრო სახლებსა და მათ სერვისებს.

პრაქტიკული და თეორიული ტრენინგები დაასრულეს ქედისა და მაჭახელას ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადების მსურველმა გიდებმა.

ისინი ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოში ტრენინგისას მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის შეფასებას ელოდებიან.

ივნისის ბოლოსთვის, პრაქტიკული ტრენინგს  დაცული ტერიტორიებისა და მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გიდებიც დაასრულებს, რის შემდეგაც მათი ცოდნაც შეფასდება.

ტრენინგის დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ. მაღალი შეფასებების მქონე გიდებს კი სააგენტო პოპულარიზაციას გაუწევს.

(NS)

 

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics