23:28 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-20 10:23:12, 593 ნახვა

საზოგადოება
სერგეენკო: C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პირველი პარტია კვირის ბოლოს შემოვა

C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატების პირველი პარტია მიმდინარე კვირის ბოლოს შემოვა, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობის  და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომლებსაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვთ.

„ხვალ, 21 აპრილს საქართველოს მთავრობასა და კომპანია „გილეადს“ შორის ხელი მოეწერება მემორანდუმს. მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ხვალიდან უპრეცედენტო პროექტი რეალურად დაიწყება და მისი მიზანი იქნება ყველა დაავადებულის მკურნალობა. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს ქვეყანას ასეთი შესაძლებლობები ეძლევა. მიმდინარე კვირის ბოლოს, პრეპარატების პირველი პარტია ჩამოვა. ეს არის 8 000 ფლაკონი, რომლითაც, პირველ რიგში მათ დავეხმარებით, ვისაც ყველაზე მძიმე მდგომარეობა აქვს“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics